ახალი ამბები

მეტეოროლოგების ცნობით, ხვალიდან თბილისში ტემპერატურა დაახლოებით 8 გრადუსით დაიკლებს

17 სექტემბერი, 2014 • • 1082
მეტეოროლოგების ცნობით, ხვალიდან თბილისში ტემპერატურა დაახლოებით 8 გრადუსით დაიკლებს

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება იმ გრილი და ნოტიო ჰაერის გამო, რომელიც კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ვრცელდება. ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 სექტემებერს მოსალოდნელია, რომ მაქსიმალური ტემპერატურა 19-21 გრადუსი იქნება. გარდა ამისა, ყვეგან მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და ნისლიც”,- უთხრა ნეტგაზეთს სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ.


მისივე თქმით, 20 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 4-5 გრადუსით მოიმატებს, მაგრამ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

 

“რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ხვალიდან ტემპერატურის მნიშვნელოვან კლებას არ ველოდებით. დაახლოებით 23-28 გრადუსი შენარჩუნდება, ცალკეულ რაიონებში შესაძლოა ხანომკლე წვიმა ღამის საათებში. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება ქარი აღმოსავლეთის მიმართულებით.

 

20 სექტემბრიდან სიტუაცია შეტრიალდება და 20-21 სექტემბერს უკვე დასავლეთ სქართველოშია მოსლაოდნელი გრილი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან. ამიტომ მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება 4-5 გრადუსით. უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ზოგგან შესაძლოა ძლიერადაც და თან ახლდეს ელჭექი”, – განაცხადა გვაზავამ.

 

meteo.gov.ge-ის მონაცემებით დღეს, 17 სექტემბერს თბილისში მაქსიმალური ტემპერატურა 27 გრადუსს შეადგენდა, ხოლო ხვალ ეს მაჩვენებელი 19 გრადუსამდე დაიკლებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი