ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარებისთვის საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული და სხვა მიმართულებებით. საგრანტო კონკურსი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” და USAID “ზრდა პროექტის” ინიციატივით, “ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.

საგრანტო კონკურსის მიზანია მოქმედი და დამწყები მეწარმეებისთვის თანამედროვე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა სამიზნე რეგიონებში არსებული საწარმოების გაძლიერებითა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და თანმდევ ტრენინგებთან ერთად  მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლიათ: მეთევზეობასთან დაკავშირებულ საწარმოებს, საცხობებს, მაღაზიებს, კაფეებს, სილამაზის სალონებს, სათბურებს, სამკერვალოს, საკონდიტროებს, საოჯახო სასტუმროებს, ტურისტული ღირსშესანიშნაობის ადგილებს, კინოთეატრებს, ინტერნეტკაფეებს, მეფრინველეობის ფერმებს, ხილის გამოშრობის (ჩირის) საწარმოებს, საზაფხულო კაფეებს, მეცხოველეობის ფერმებს, ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლებს, ავტოგასამართ სადგურებს, ავტოსამრეცხაოებს, ტურისტულ საქმიანობაში ჩართულ საწარმოებს და სხვა მიმართულების ბიზნესებსა და მეწარმეებს.

ანცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 1 აპრილი.

აპლიკანტებს შეკითხვების გამოგზავნა შეუძლიათ წერილობითი სახით ელექტრონულ ფოსტაზე: ACED@zrda.ge. შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2019 წლის 25 მარტი.

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და USAID-ის „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს. პროექტის ამოცანა არის რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ასევე პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

______________________________________________________________________________________

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ACD) შესახებ: ADC არის კონსორციუმი, რომელიც ქართულმა თიბისი ჯგუფმა და ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დააფუძნეს, საქართველოს მთავრობასთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და განვითარებას ახორციელებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისხედვა, ანაკლიის პორტის საერთაშორისო კლასის კომპლექსად ჩამოყალიბება და მის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო წერტილად გადაქცევაა, როგორც ცენტრალურ აზიასთან, ასევე ახალი აბრეშუმის გზის სავაჭრო გზაზე, ევროპასა და აზიას შორის. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიმიზნად ისახავს ანაკლიაში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხარჯების შემცირებას, რომელიც  ადგილობრივად და მთელ რეგიონში დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების წინაპირობაა. სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ADC- მიზნად ისახავს ანაკლიისა და მიმდებარე სოფლების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.anakliadevelopment.com

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში ამერილმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.  პროექტები, რომელთა მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება.   USAID- ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.usaid.gov/georgia

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა, არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.facebook.com/zrda.ge; www.zrda.ge

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი