ახალი ამბები

ზაქარეიშვილის აზრით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული ურთიერთობა კონსტიტუციას უკავშირდება და არა ივანიშვილს

17 სექტემბერი, 2014 •
ზაქარეიშვილის აზრით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული ურთიერთობა კონსტიტუციას უკავშირდება და არა ივანიშვილს

“ეს, სამწუხაროდ, არის იმ კონსტიტუციის გადააზრება და შესწავლა, რაც სააკაშვილმა დაგვიტოვა. ცალსახად და მკაფიოდ ჩანს, რომ სააკაშვილი არ აპირებდა კონსტიტუციით მართვას. ის აპირებდა, რომ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, ან სხვა თანამდებობის პირი და პრეზიდენტი არ უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, არც კი გაუწერიათ, მხოლოდ ფასადი ააშენეს, სადაც შეხვალ და ოთახები არაა. დღეს მიმდინარეობს არა პიროვნული, არამედ კონსტიტუციური, ინსტიტუციონალური უფლებამოსილების გადანაწილების პროცესი. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პრეზიდენტს ეგონა, რომ კონსტიტუციით უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდა, მაგრამ რაც არის, ეს არის კლასიკური, ევროპული ტიპის ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტს მინიმალური უფლებები აქვს და მთელი უფლებამოისლება გადატანილია პარლამენტსა და მთავრობაზე, ავსტრიის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, იტალიის, ისრაელის…”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.


პაატა ზაქარეიშვილი: ფოტო: სამინისტრო
პაატა ზაქარეიშვილი: ფოტო: სამინისტრო


ნეტგაზეთის კითხვას, მართლა სჯერა თუ არა მას, რომ კონფლიქტი მარგველაშვილსა და მმართველ გუნდს შორის მხოლოდ კონსტიტუციის ბრალია და არა ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ღიად დაუპირისპირდა პრეზიდენტს, ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ ამ კითხვაზე უკვე გვიპასუხა.


რაც შეეხება იმას, თუ როგორი ურთიერთობა აქვს სახელმწიფო მინისტრს პრეზიდენტთან, ზაქარეიშვილი ამბობს:

 

“მე, როგორც მთავრობის წევრს, მასთან მაქვს მთავრობის კანცელარიის მეშვეობით… როგორც წესი, ჩვენ ურთიერთობები არ გვაქვს, ჩვენი საქმიანობა ერთმანეთში არანაირად არ გადაიკვეთება. მე არც დადებითი გამოციდლება არ მაქვს მასთან მუშაობის და არც უარყოფითი”, – ამბობს მინისტრი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი