ახალი ამბები

ანონსი – 17 სექტემბერი

17 სექტემბერი, 2014 • • 1060
ანონსი – 17 სექტემბერი

 

10:00 – დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება. შეხვედრის ადგილი: მერია  შარტავას #7


11:00 –  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კომპანია  იუ-ჯი თი  უახლესი ტექნოლოგიური საკლასო ოთახის მოდელის პრეზენტაციას გამართავს. ანალოგიურ საკლასო ოთახებს კომპანია რამდენიმე საჯარო სკოლაში მოაწყობს. ღონისძიებას მინისტრი თამარ სანიკიძედაესწრება. ადგილი: სამინისტრო; მისამართი: უზნაძის #52; საკონტაქტო პირი: ნათია პაპავა 577173325

 

11:00 –  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში საკანონდებლო ორგანოს ყოფილი წარმომადგენელი და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას. თემა: საკრებულოსა და მერიაში არსებული პრობლემები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი ეკაგულუა: 599726565.


11:00- ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრება.


11.30 – ,,პრაიმტაიმის’’ პრესკლუბში -,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მურმან დუმბაძის სააკაშვილისა და ვარშალომიძესთან გარიგებაში ყოფნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს.


12:00 – “საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სოლიდარობის ფონდსა და “საქართველოს ბანკს” შორის მემორანდუმი გაფორმდება. მის: გაგარინის 29 ა (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან)

 

12:30- საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში ექსპერტი კახა კახიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებითბრიფინგს გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

 

12:30 – “პირველ პრესკლუბში” პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.თემა: მთავრობის კანცელარიაში ცილისმწამებლური წერილის გამო მინისტრის პირველი მოადგილისგან ბოდიშის მოხდა და პროფესიულ განათლებაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო განათლების მინისტრის გადადგომის მოთხონით პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


13:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია  „თავისუფალი თაობის“ წარმომადგნელები პრესკონფერენციას გამართვენ; თემა: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 


13:00- “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიუჯეტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

მასალების გადაბეჭდვის წესი