ახალი ამბებისამართალი

საქართველოში დიდი ოდენობით უაქციზო და არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდათ

21 მარტი, 2019 • 2665
საქართველოში დიდი ოდენობით უაქციზო და არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 16-18 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და წალენჯიხის რაიონ სოფელ ფახულანში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 31,040 ღერი) შენახვა- გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

  • ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. მათივე ინფორამციით, საქმეთა მასალები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

გარდა ამისა, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, 17-20 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, “სადახლო-საავტომობილო”, “წითელი ხიდი” და “სარფი”, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

მათი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 8,440 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 4 ცალი სიგარეტის მოსაწევი აპარატი (IQOშ) აღმოაჩინეს.

  • ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 10 000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი