ახალი ამბები

თბილისში “ბოშების ბაზრობა” დაიწვა

16 სექტემბერი, 2014 • • 1632
თბილისში “ბოშების ბაზრობა” დაიწვა

ხანძარი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სახლის სახურავსაც გადაედო. შეტყობინება ხანძრის შესახებ 112–ზე 16 სეტემბერს დილის 6 საათზე შევიდა.

 

ტელეკომპანია “რუსთვი2” –ის ცნობით, “ბოშების ბაზრის” მოვაჭრეები არ გამორიცახვენ, რომ ამ ტერიტორიაზე ხანძარი შემთხვევით არ გაჩნდა. 

 

მოვაჭრეების პოზიციას ხანძრის მიზეზებზე ბაზრის დირექტორი სპარტაკ ჩალაძე არ ეთანხმება: “არ მგონია, რომ იყოს შეგნებულად გაკეთებული, თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ. უნდა ჩატარდეს გამოძიება.”

 

თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ გიორგაძე “რუსთავი2″– თან აცხადებს, რომ ხანძრის შედეგად 2 500 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა, თუმცა არავინ არ დაშავებულა:

 

“ხანძარი საკმაოდ ძლიერი იყო და გაჩნდა საფრთხე, რომ ცეცხლი საცხოვრებელ ფართზეც გადავიდოდა. ხანძარი ამ დროისათვის მთლიანად ლოკალიზებულია.”

 

“ბოშების ბაზრის” ტერიტორიაზე დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი მივიდა. მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლება დაზარალებულებს შეძლებისდაგვარად დაეხამრება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი