ახალი ამბები

2018 წელს მშენებლობის სექტორში ბრუნვა 3.1 პროცენტით შემცირდა

21 მარტი, 2019 • 1324
2018 წელს მშენებლობის სექტორში ბრუნვა 3.1 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2018 წელს მშენებლობის სექტორის ბრუნვა მიმდინარე ფასებში დაახლოებით 3.2 მილიარდი ლარი იყო. წინა წელთან შედარებით სამშენებლო სექტორი 3.1%-ით შემცირდა. 2017 წელს სამშენებლო სექტორი 13.5%-ით იყო გაზრდილი.

საქსტატის თანახმად, 2018 წელს მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) წინა წელთან შედარებით 4.7%-ით გაიზარდა, რაც მიმდინარე ფასებში დაახლოებით 41 მილიარდი ლარია. 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმდინარე მოცულობა დაახლოებით 37.8 მილიარდი დოლარი იყო.

ყველაზე დიდი წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 6 მილიარდ ლარამდე, ვაჭრობის დარგს უკავია, რომელიც 2018 წელს 5.9%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის მრეწველობა 3.7 მილიარდი ლარით.  წინა წელთან შედარებით დარგი 3.2%-ით არის გაზრდილი.

თითქმის ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტის სექტორს- დაახლოებით 2.7 მილიარდი ლარი.

წყარო: საქსტატი

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, საფინანსო სექტორი დაახლოებით 213 მილიონი ლარით, ანუ 13.5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1.5 მილიარდს შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა  სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც (9.7 %), შედეგად, ქვეყანამ დარგიდან 2018 წელს მილიარდი ლარი მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი