ახალი ამბები

აპრილიდან ქაღალდის პირადობის მოწმობის მქონე პირებს ID-ს და პასპორტს უფასოდ მისცემენ

20 მარტი, 2019 • 1474
აპრილიდან ქაღალდის პირადობის მოწმობის მქონე პირებს ID-ს და პასპორტს უფასოდ მისცემენ

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებიც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობენ, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID)აპრილიდან უფასოდ მიიღებენ. აღნიშნული აქცია პირველ აპრილს დაიწყება და პირველ მაისამდე გაგრძელდება.

სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოში ამ დოკუმენტის მქონე სულ 401 000 მოქალაქეა. ამასთანავე, უწყების ინფორმაციით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ზემოხსენებული აქციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქის პასპორტს უფასოდ მიიღებენ.

„ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უფასოდ მიღების მორიგი აქციები გამოცხადდება.

უკვე შემიძლია დავაანონსო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თვეში – ანუ მაისში, მთელი ერთი თვე, და  იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ჩვენი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა უფასოდ – ეს არის კიდევ ერთი აქცია,” – თქვა წულუკიანმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი