ახალი ამბები

ივანიშვილი მედიაზე: ჩემთვის სამი ტელევიზია უფრო მძიმეა, ვიდრე – “რუსთავი 2”

15 სექტემბერი, 2014 •
ივანიშვილი მედიაზე: ჩემთვის სამი ტელევიზია უფრო მძიმეა, ვიდრე – “რუსთავი 2”

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია “რუსთავი2” “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციას ეწევა: 

 

“რუსთავი2 ” არ მალავს, რომ ეწევა “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციას. მათი ლიდერი არის მეპატრონე და არავინ არ აპირებს გაქარწყლებას ამისას. ეს ნორმალურია. ის, რომ მას ყავს მეპატრონე ასეთი, რაც მითქვამს და აკეთებს აგიტაციას “ნაციონალური მოძრაობის”, ნორმალურია. მას ამის უფლება აქვს, კანონებს თუ არ არღვევს, აქვს ამის უფლება.”

 

ივანიშვილის განცხადებით, სხცა მედიასაშუალებები “რუსთავი2” –ის ინფორმაციის ტირაჟირებას ახდენენ: 

 

“მაგრამ სხვა მედიასაშუალებები ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა, ვიდრე “რუსთავი2” და საზოგადოებაში ჩვენ ვიცით “რუსთავი2” –ის უკან ვინ დგას, ვინ აფინანსებს მას და ვინ არის მისი მეპატრონე. ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები. თუნდაც “პირველი არხი, გინდაც “მაესტრო”, ან თუნდაც “იმედი”. რამეთუ ნებსით თუ უნებლიეთ, აზრით თუ უაზროდ, გუგებრობით თუ გაგებით, პრაქტიულად იმ თემის აჟტირებას აკეთებენ, რა თემებსაც წამოსწევს “რუსთავი2”. აქ რა არის მიზეზი? პროფესიონალიზმი? შეიძლება იყოს პროფესიონალიზმი. დამოკიდებულება შეიძლბა ჰქონდეს განსხვავებული, სხვა კუთხით გავლენა მოახდინოს რაღაც პროცესებზე, ეს დასაშვებია. მაგრამ დე ფაქტო შედეგი არის ასეთი: რა თემასაც ასწევს “რუსთავი2″, იმ თემის ტირაჟირება ხდება ძირითადად. ეს არის წამყვანი ფსონის. სხვა მედიასაშუალებები რომ გხვდებოდეს, სამი ტელევიზია დავასახელე, მათ ჰქონდეთ ანალიზი, კვლევა, დამოუკიდებელი ხელწერა რაღაც პროცესებზე დ არ იმეორონ ”რუსთვი2” –ის თემების ტირაჟირება და გავრცელება, საუბედუროდ დღეს ეს არ ხდება. ჩემი გააქტიურების ერთ–ერთი მიზეზიც ეს არის. ჩემი აზრით, უფრო მძიმეა საზოგადოებისთვის 3 ტელევიზია, ვიდრე ”რუსთავი2”– გაანცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი