ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მურმან დუმბაძის ქმედებები ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებდა

14 სექტემბერი, 2014 •
ღარიბაშვილი:  მურმან დუმბაძის ქმედებები ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებდა

“თქვენ ალბათ ამ დღეების განმავლობაში მოისმინეთ პარტიასთან შეუთანხმებელი განცხადებები, რომელიც გაკეთდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან, სამდივნომ იმსჯელა მათი თვითნებური ქმედების თაობაზე და გადავწყვითეთ, რომ მათ გამოეცხადოთ საყვედურები. სამწუხაროდ, ბატონი მურმან დუმბაძე უკვე მეორე წელია უხეშად ერეოდა და ყოველ შემთხვევაში ცდილობდა ჩარეულიყო აჭარის მთავრობის საქმიანობაში, ამის თაობაზე  ჯერ კიდევ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა არაერთი საუბარი მურმან დუმბაძესთან, რომელმაც გააფრთხილა სიტყვიერად, რომ ის არ უნდა ჩარეულიყო აჭარის მთავრობის მეთაურის საქმიანობაში. სამწუხაროდ, მურმან დუმბაძის საქმიანობა, მისი ქმედებები ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებდა ჩვენში. მისი მცდელობა, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია, როგორც აჭარის უზენაესი საბჭო,  ასევე, აჭარის მთავრობა, დასრულდა უშედეგოდ და სწორედ ამიტომ, ორი წლის შემდეგ და არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ის კვლავაც აგრძელებდა მსგავს დესტრუქციულ მოქმედებებს. ჩვენ ვიმსჯელეთ ამის თაობაზე, მისი ქმედებები გავაანალიზეთ და სამდივნომ გადაწყვიტა, რომ იგი გარიცხულიყო პარტია “ქართული ოცნებიდან”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილამა.

 

თავად მურმან დუმბაძის განცხადებით,  ის პარტიიდან კი არ გარიცხეს, არამედ თავად დატოვა პარტია.

 

„პოლიტსაბჭომ მითხრა, რადგან თქვენ ამ პრინციპზე ხართ,  არ წყვეტთ უნდობლობის პროცედურას, მაშინ თქვენ ამ პარტიიდან გარიცხული ხართო. მე ვუპასუხე, გარიცხული კი არა ვარ, მე გეუბნებით, რადგან თქვენ ამ პროცედურაში არ მომყვებით, პარტიიდან გასული ვარ-მეთქი“- ამბობს დუმბაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი