ნეტგაზეთი | ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში ვლადიმერ სურკოვს შეხვდა ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში ვლადიმერ სურკოვს შეხვდა – Netgazeti
RU | GE  

ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში ვლადიმერ სურკოვს შეხვდა

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველს, ვლადიმერ სურკოვს შეხვდა.

როგორც სამხრეთ ოსეთის პირველი პირის პრესმდივანი იანა იანოვსკაია სააგენტო რეს-სთან აცხადებს, შეხვედრის დროს მხარეებმა სამხრეთ ოსეთის 2014 წლის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური ინვესტიციური პროგრამის რეალიზაციის საკითხები განიხილეს. 

 

“გარდა ამისა, შეხვედრის დროს საუბარი შეეხებოდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს,”- განაცხადა იანოვსკაიამ.


გარდა ამისა, თიბილოვი მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის პატრიარქს შეხვდა.  


ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ თიბილოვი
ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ თიბილოვი

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია