ახალი ამბები

აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

12 სექტემბერი, 2014 • • 949
აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

“უკრაინაში დესტაბილიზაციის მიზნით, რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისა და ძალადობრივი ქმედებების გამო, ევროპელ მოკავშირეებთან თანხმობით, ჩვენ ვაფართოებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ”, – განაცხადა აშშ-ს საფინანსო დეპარტამენტის გენერალურმა მდივანმა ჯეიკობ ლეუიმ.

აშსი-ს სანქციები ეხება რუსეთის უდიდეს ბანკს, მის საფინანსო ინსტიტუტებს, ენერგეტიკის სფეროს. სანქციები მყარდება იმ პიროვნებებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობენ რუსეთის თავდაცვის სისტემაში და სამხედრო შეიარაღებასთან აქვთ კავშირი.

სანქციები დაუწესდა რუსეთის უმსხვილეს ბანკს “სბერბანკს”, ასევე ბანკებს: “მოსკოვის ბანკს”, “გაზპრომბანკს”, “რუსეთის აგრარულ ბანკს”, VTB-სა და VEB ბანკებს.

 

ახლად მიღებული სანქციების შედეგად რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული თავდაცვის კუთხით მომუშავე ხუთი კომპანიის აქტივი გაყინულია.

 

ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთში  საქონლის ექსპორტირება აიკრძალა. ჯეიკობ ლეუის განცხადებით, რუსეთის ეკომონიკური და დიპლომატიური იზოლაცია გაგრძელედება იმდენად, რამდენადაც ის უარს არ იტყვის თავის გეგმებზე:

 

“რუსეთის ეკონომიკამ უკვე  ძვირი ფასი გადაიხადა რუსეთის მიერ გადადგმული უკანონო ნაბიჯების გამო”,-ამბობს ის.

ლეუიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთმა უკრაინასთან ერთად დაიწყო მუშაობა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა მოგვარდება მაშინ სანქციები შეჩერდება, წინააღმდეგ შემთხვევაში აშ სანქციების გამკაცრებას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი