ახალი ამბები

ივანიშვილი: მედიის ანალიზს შეიძლება სპეციალური გადაცემა მივუძღვნა

12 სექტემბერი, 2014 • • 966
ივანიშვილი: მედიის ანალიზს შეიძლება სპეციალური გადაცემა მივუძღვნა

“ძალიან ხშირად მიმიღია საყვედური, რადგან მე ვბედავდი და მედიას ვაკრიტიკებდი. მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა, ის ხალხი, ვინც მედიასაშუალებებში მუშაობს, არიან ჩვეულებრივი ადამიანები, საზოგადოების წევრები და ისინიც ასევე უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლსაც და კრიტიკასაც. ჩემს დროს, როდესაც მე ვახერხებდი მედიაზე რაიმე კრიტიკული გამომეთქვა და დღესაც, როდესაც ამას ვინმე მოახერხებს დღევანდლი მთავრობიდან,  იმწუთშივე საშინელი აჟიოტაჟი მიდის, რომ მედიაზე მიმდინარეობს ძალადობა და ასე შემდგომ. მე ჩემი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მედია იყოს თავისუფალი.  მხედველობაში მაქვს ხელისუფლებისგან თავისუფალი, თუ ხელისუფლება ერევა და ძალადობს მედიაზე. ის, რომ მედიას ტაბუ უნდა დავადოთ და არ გავაკრიტიკოთ, ეს ვერ მოხდება”.- ამბობს ივანიშვილი.

 

მისივე თქმით, შესაძლოა დღევანდელი მედიის ანალიზს სპეციალური გადაცემაც მიუძღვნას:

 

მე ძალიან ხშირად შევეხები, ახლავე ვაფრთხილებ, შეიძლება სპეციალური გადაცემა და საათებიც მივუძღვნა ანალიზს იმისა, რა არის დღევანდელი მედია, ვინ არის ვინ, მეპატრონეები თუ ჟურნალისტები. მე ამას არ მოვერიდები და ახლავე მიიღონ და შეეგუონ ჟურნალისტებმა, რომ ისინი არ არიან განსაკუთრებული ხალხი, ისინი არიან ჩვეულებრივი ხალხი, არიან საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, მათაც შეიძლება შეეშალოთ და მათზეც შეუძლიათ გააკეთონ რეაქცია და იმ სურათს ნუ დახატავენ მსგავსს, რასაც სააკაშვილი აკეთებს, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკურად დევნილი. პარალელს გავავლებდი, როგორც კი მედიაზე რამეს იტყვი, იმ წუთში მედიაზე არის ზეწოლა, არ გვინდა, ტაბუ მოვხსნათ, ჩვეულებრივ მოვლენად მივიღოთ, როგორც სააკაშვილი არ არის დევნილი, ისე მედიაზე ზეწოლის არ ცერთი ფაქტი არ ყოფილა არც ჩემი მთავრობის დროს, არც დღევანდელი მთავრობის დროს”, – ამბობს ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი