ახალი ამბები

იაკობაშვილი: ახლახან აღმოვაჩინე, რომ თურმე პრეზიდენტის ვიზიტებს “ვამზადებდი”

11 სექტემბერი, 2014 •
იაკობაშვილი: ახლახან აღმოვაჩინე, რომ თურმე პრეზიდენტის ვიზიტებს “ვამზადებდი”

“ახლახან აღმოვაჩინე, რომ თურმე პრეზიდენტის ვიზიტებს “ვამზადებდი”. ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს, წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ მზადდება საპრეზიდენტო ვიზიტები! მესმის, რომ შიშს დიდ თვალები აქვს, მაგრამ ტყუილებს – მოკლე ფეხები. თურმე ზოგიერთებს ტვინიც მოკლე ჰქონიათ. ხოდა გაოცების ნიშნად ვშლი ხელებს. ურიგო არ იქნებოდა ასეთი ჭორების გამავრცელებლებმა ქვეყანას მიხედონ, რომლის საერთაშორისო რეპუტაცია კატასტროფულად დაეცა! ასევე ვურჩევ მათ ისწავლონ მეგობრობა პოლიტიკის გარეშე. დამიჯერეთ შესაძლებელია!” – წერს თემურ იაკობაშვილი.

 

 

თავად გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თემურ იაკობაშვილი არის მისი მეზობელი, რომელთანაც დიდი ხანია ურთიერთობა აქვს, თუმცა მისთვის არანაირი დახმარება არ უთხოვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი