” მიგვაჩნია, რომ ქობულეთში მომხდარი ფაქტი მორწმუნე მუსლიმთა რელიგიური გრძნობების უხეში შეურაცხყოფაა, ასეთი ქმედება მიუღებელია, როგორც ქრისტიანული, ისე ნებისმიერი ტრადიციული რელიგიისათვის და, ბუნებრივია, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გმობს და ემიჯნება მას. რა თქმა უნდა, ჩვენ პროვოკაციას ვხედავთ 10 სექტემბერს ჩადენილ ქმედებაში, მაგრამ ვხედავთ იმაშიც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მოხდა ისლამური სკოლა-პანსიონის აშენება, რომლის რელიგიური დანიშნულება ეჭვგარეშეა. ძალიან ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ეს, ერთი მხრივ, დაემთხვა იმ დროს, როდესაც საქართველოში დაგეგმილია თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარის ვიზიტი, მეორე მხრივ, თბილისში იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია რელიგიის თავისუფლების თემაზე, რომელშიც გაეროს სპეციალური მომხსენებელი მონაწილეობს”. – აცხადებს საპატრიარო.
10 სექტემბერს ქობულეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებმა მუსლიმების მედრესესთან ღორი დაკლეს და კარზე მისი თავი დაკიდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს მუქარის (151-ე)მუხლით იძებს.





