ახალი ამბები

ცეცხლი დიდ დიღომში გაფართოვდა, ადილზე 23 ბრიგადაა მობილიზებული

17 მარტი, 2019 • 937
ცეცხლი დიდ დიღომში გაფართოვდა, ადილზე 23 ბრიგადაა მობილიზებული

დიდ დიღომში ტექნიკის საწყობი იწვის. უკანასკნელი ერთი საათის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი გაფართოვდა და 1 800 კვ. მ-ს მოედო.

დაახლოებით, ერთი საათის წინ ადგილზე 11 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული, დამწვარი ფართობი კი 600 კვ. მ იყო. ამჟამად ადგილზე 23 ბრიგადაა მობილიზებული.

დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ტექნიკის საწყობი იწვის

მასალების გადაბეჭდვის წესი