ახალი ამბები

წულუკიანი: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაცემული სამარცხვინო პრემიები პრობლემაა

11 სექტემბერი, 2014 •
წულუკიანი: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაცემული სამარცხვინო პრემიები პრობლემაა

“მე ვეთანხმები ბატონ ბიძინას იმაში, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაცემული ის უზარმაზარი, მე ვიტყოდი, სამარცხვინო პრემიები, რაც გაიცა, არის პრობლემა და პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან სერიოზული ძალისხმევის და ყურადღების შედეგია ის, რომ ვერავინ გაბედავს ამგვარი თვითნებური პრემიების გაცემას, რომელიც მინისტრის ხელფასის რვამაგი და ცხრამაგი ოდენობა იყო.

ამის შემდეგ მთავრობაში, პრემიერის ინიციატივით, ჩვენ შევიმუშავეთ ახალი წესები პრემირების, რომელსაც ყველა საჯარო მოხელე, ყველა შუა თუ მაღალი რგოლის მენეჯერი, მინისტრები იცავენ ძალიან დიდი ზედმიწევნით და ყურადღებით,” – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი