ახალი ამბები

ევროპის 7 ქვეყანაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

11 სექტემბერი, 2014 • • 2156
ევროპის 7 ქვეყანაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებები 7 ევროპულ ქვეყანაში განხორციელდა, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, შვედეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში. გამოძიების მასალების მიხედვით, მოლდოვის მოქალაქე 40 წლის მამაკაცი მეუღლესთან ერთად ჩეხეთის, რუმინეთის და ბულგარეთის პასპორტებს მაღალკვალიფიციურად აყალბებდა, რის შედეგადაც არალეგალები ევროკავშირის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ყალბი პასპორტები დისტრიბუტორების მეშვეობით ევროპის სხვადასხვა ადგილას იგზავნებოდა. გერმანიის პოლიციის განცხადებით, დაკავებული დისტრიბუტორების უმრავლესობა საქართველოდანაა.


გაყალბებული პასპორტი
გაყალბებული პასპორტი


გარდა ყალბი პასპორტებისა, სამართალდამცველები აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის შედეგად მოპარული ნივთები და ნარკოტიკიც ამოიღეს.


სპეცოპერაციაში სულ 1000 პოლიციელი მონაწილეობდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი