ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ღარიბაშვილმა და ალიევმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

11 სექტემბერი, 2014 • • 1660
ღარიბაშვილმა და ალიევმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. 

 

პირისპირ შეხვედრისა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი პარტნიორული ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულები, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

 

გამოითქვა სურვილი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.

 

პირისპირ შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.

ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. 11.09.2014
ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. 11.09.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი