ახალი ამბები

ივანიშვილი: მაღალი პრემიების გამოწერა ჩემთვის ძალიან სტრესული იყო

11 სექტემბერი, 2014 •
ივანიშვილი: მაღალი პრემიების გამოწერა ჩემთვის ძალიან სტრესული იყო

“წინა ჩემს გამოსვლებში, ყოველთვის აღვნიშნავდი იმ გადაცდომებს, რაც მთავრობაში იყო, და მათზე ვაკეთდებდი რეაქციას, და იქვე აღვნიშნავდი, რომ საზოგადოება კარგად ერკვევა, კონტროლი მიდის სრულფასოვანი, თუმცა კონტროლის ხარისხზე ალბათ მოგვიანებით მოგვიწევს საუბარი. კონტროლის ხარისხის დახვეწაა საჭირო საზოგადოების მხრიდან, ამას საზოგადოება ახერხებს ძალიან კარგად. ყველაზე დიდ გადაცდომად მე ვთვლი ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას, და იმას რაც მოხდა, ძალიან სტრესული იყო და ძალიან არ მომეწონა. მაგრამ ორი წლის განმავლობაში თუ ყველაზე დიდი შეცდომა, პრემიის გამოწერა არის ერთ-ერთი სტრუქტურის მთავრობაში, სასჯელაღსრულების სამინისტროში.. ყველაზე სერიოზულ გადაცდომად საზოგადოებაში ეს დარჩა და მეც ამას ვთვლი,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში. 

 

მისივე თქმით, ამჟამინდელი მთავრობა ეფექტურად მუშაობს.

 

“ზოგადად მთავრობა ეფექტურია და განსაკუთრების ეფექტურია პრემიერ მინისტრი.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი