ახალი ამბები

ივანიშვილი: მარგველაშვილი მთავრობას და პარლამენტს კონკურენტებად განიხილავს

11 სექტემბერი, 2014 • • 1568
ივანიშვილი: მარგველაშვილი მთავრობას და პარლამენტს კონკურენტებად განიხილავს

“იანუგურაციიდან პრაქტიკულად მეორე დღესვე, როდესაც ჩვენ დალაგება დავიწყეთ და გაუგებრობაში აღმოვჩნდით, ჩვენი პოლემიკის ერთ-ერთი საგანი გახლდათ ის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა პოზიცია, რომ ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან. ჩვენ ამაზე ბევრი დრო დავხარჯეთ პოლემიკის თვალსაზრისით, რადგან ეს ჩემთვის გაუგებარი იყო. მე მას ვეუბნებოდი, რომ ეს პოზიცია არ არის სწორი და თქვენ უნდა მოხვიდეთ ერთ გუნდად, ქართული ოცნების” მთელი გუნდი გეხმარებოდა არჩევნების დროს, მხარს გიჭერდა, ასე რომ, არაკორექტულია და მერე რისთვის? რად გინდა კონკურენცია? თქვენი კონკურენტია უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა, საგარეო პოლიტიკა და ასე შემდეგ. რისთვის გინდათ კონკურენცია, როცა უამრავი პრობლემაა”, – განაცხადა ექსპრემიერმა.


ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილი
ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილი

 

მისივე თქმით, მარგველაშვილის დღევანდელი ნაბიჯები მოწმობს, რომ ის მთავრობას კონკურენტად აღიქვამს და ხელის შეშლას ცდილობს, რის შედეგადაც საერთო საქმე ზარალდება:

“კონკრენტთან აქვს საქმე და უნდა ხელი შეუშალოს, საბოლოო ჯამში ქვეყანას ეშლება ხელი. ამას უნდა მიხვდეს პრეზიდენტი მარგველაშვილი. ის, რომ საშინელი ზეწოლას განიცდის დღევანდელი მთავრობა, ჩემი მთავრობაც, მეც მწვდებიან რომ კითხვები დამისვან დღესაც კი, მე არ ვცემ პასუხს, მე არ ვარ საჯარო [პირი], არის თუ არა პოლიტიკურად დევნილი სააკაშვილი, მაშინ, როცა ჩვენ საზოგადოებამ რეალურად კარგად ვიცით, რაც ხდება და როგორი იყო ნაციონალური მოძრაობა… ამ ფონზე როდესაც ერთი თვე არ ხსნის გრიფს ელემენტარულ საბუთს და ამავდროულად აცხადებ, რომ შენ კონკურენციაში გსურს იყო დღევანდელ ხელისუფლებასთან ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, აზარალებს [პროცესს]”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი