09:30 საათზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი ქართულ – ავსტრიული ინვესტიციით აშენებულ „არაგვი ჰესს“ მოინახულებენ. 


11:00 საათზე დედაქალაქის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები არიან მოწვეულნი.


11:00-ზე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში დედაქალაქის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. 


11:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლში ყოფილ პატიმართა სტაჟირების პროგრამის დასკვნითი შეხვედრა გაიმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე პროგრამაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებსა და ბენეფიციარებს შეხვდებიან. საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავდა 6 თვის განმავლობაში ყოფილი მსჯავრდებულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას და სტაჟირების კურსის გავლას, რომლებიც სამუშაოს მოძიებაში მის: სანაპიროს ქ. 2, იუსტიციის სახლი ( მე-3 სართული) 


11:00 საათზე დედაქალაქის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლები არიან მოწვეულნი.


11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბრიფინგს გამართავენ. თემა: ბიუჯეტის 6 თვის შესრულება.


11:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრემიერის და პრეზიდენტის ურთიერთობა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. 


12:00-ზე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი ბრიფინგს გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. 


12:00 საათზე თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართება. თემა: თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონებში ქ.თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და პროექტები.


12 :00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი განათლების სისტემაში დირექტორების არჩევის წესესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.


12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე „მსოფლიო 9/11-ის შემდეგ“. შეხვედრა ორგანიზებულია „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბისა“ და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მიერ. დისკუსიის თემატიკა არის 2001 წლის 11 სექტმებრის ტერაქტის და მისი შედეგების შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო „9/11“-ის შემდეგ.


12:30 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, არასამთავრობო ორგანიზაციები, საპატრიარქოს და საკრებულოს წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძის იუბილესადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.


12:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. 



13:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ტყიბულის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდება. შეხვედრა ქალაქ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის ინიციატივით იმართება. ადგილი: ტყიბულის სახალხო თეატრის შენობა 



17:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართება. თემა: ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები.


19.00 საათზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჰოლანდიელი ხელოვანის ჟენევიევ ფეიმ ვან ჰელდენის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციის თემა – ინტელექტუალური ტურიზმი და ურბანული ფილოსოფიაა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *