ახალი ამბები

როგორ შეირჩა გიორგი გამსახურდია მიმინოშვილის მრჩევლად, გამოცდების ცენტრში არ პასუხობენ

10 სექტემბერი, 2014 • • 3117
როგორ შეირჩა გიორგი გამსახურდია მიმინოშვილის მრჩევლად, გამოცდების ცენტრში არ პასუხობენ

“ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია ამ საკითხმა მედიაში, როდესაც სერიოზულ კვლევებს ვიწყებთ, ასეთ დაინტერესებას არ იწვევს ხოლმე. ის ნამდვილად მუშაობს მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში. რამდენიმე თვე, დაახლოებით ექვსი,”- განაცხადა მაია გაბუნიამ.

 

რაც შეეხება საკითხს, თუ რა კრიტერიუმებით შეიარჩია გიორგი გამსახურდია მაია მიმინოშვილმა თავის მრჩევლად, გაბუნია ამბობს:

 

“არ მივიჩნევ, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც ქალბატონმა მაიამ [მიმინოშვილი] კომენტარი უნდა გააკეთოს. ვთვლით, რომ ეს საკითხი ასეთი უცნაური დაინტერესების საკითხი არ უნდა იყოს.”

 

კითხვაზე, რაში მდგომარეობს უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლობა, ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს მუდმივად აქვს შეხება “კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, მასალების მომზადებასთან, ბეჭდვასთან, საქართველოში ჩამოტანასთან, ცენტრებამდე მიტანასთან და ა.შ.  განსაკუთრებით გვჭირდება ეს მიმართულება. აქამდეც ჰყავდა ქალაბტონ მაიას ანალოგიური მიმართულებით მრჩეველი. გიორგი გამსახურდია არ არის პირველი ადამიანი, ვინც ამ პოზიციაზე მუშაობს.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი