ახალი ამბები

სოლიდარობის ფონდი: სოლიდური სიმსივნით დაავადებული 11 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდა

10 სექტემბერი, 2014 •
სოლიდარობის ფონდი: სოლიდური სიმსივნით დაავადებული 11 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდა

ანგარიშში წერია, რომ ფონდმა 96 ათასი ლარის ფარგლებში სოლიდური სიმსივნით დაავებული 18 წლამდე ასაკის 11 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა. 

 

“15 განცხადებიდან 11 შემოსული იყო 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვების დასაფინანსებლად და 11-ვე განცხადება დაკმაყოფილდა და მათ შორის, დამტკიცდა 3 ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება საფრანგეთისა და თურქეთის კლინიკებში,”- ნათქვამია ფონდის ანგარიშში. 

 

4 განცხადება, ფონდის ადმინისტრაციის განმარტებით, დადებითაც არ დაკმაყოფილდა, რამდენადაც”არ შეესაბამებოდა ფონდის მიერ პირველ ეტაპზე განცხადებულ დიაგნოსტიკურ და ასაკობრივ კრიტერიუმებს.”


ოფიციალური ინფორმაციით, 31 აგვისტოს მდგომარეობით სოლიდარობის ფონდში 150 000 ლარამდე არის მობილიზებული.


სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო სტრუქტურების (მთავრობის ადმინისტრაციის, ჯანდაცვის, ფინანსთა, კულტურის სამინისტროებისა და ქალაქ თბილისის მერიის), კერძო სექტორის (ბიზნეს და საბანკო სექტორის), საერთაშორისო (გაეროს, მსოფლიო ბანკია და აშშ საელჩოს წარმომადგენლები) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


მასალების გადაბეჭდვის წესი