პრემიერის თქმით, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათ მიმართ, ვინც რაიმე ტიპის დესტრქუციულ ქმედებებს გაბედავს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “მიხეილ სააკაშვილი ცნობილია როგორც არეულობის მთავარი შემომტანი”.
“ნებისმიერი მათი მცდელობა რაიმე ქაოსის, რაიმე არეულობის შემოტანის, მათთვის ძალიან ცუდად დასრულდება. ყველა ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს და რა საფარის ქვეშაც არ უნდა მოქმედებდეს… მინდა ყველას გასაგონად ვთქვა: სახელმწიფო დღეს თავის სიმაღლეზეა და სახელმწიფო მათ მიმართ დაუნოდბელი იქნება, ვინც რაიმე სახის დესტრუქციულ მოქმედებებს გაბედავს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება”, – ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ჭიკაიძის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობასა და მასთან ასოცირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს 500-კაციანი მობილური ჯგუფი შექმნის დავალება მისცა, რომელმაც პოლიციის პროვოცირება უნდა განახორციელოს და ქვეყანაში დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი.





