ახალი ამბები

ქობულეთში მშენებარე მუსლიმურ მედრესეს ღორის თავი მიამაგრეს

10 სექტემბერი, 2014 •
ქობულეთში მშენებარე მუსლიმურ მედრესეს ღორის თავი მიამაგრეს

ტელეკომპანიის ცნობით, მომიტინგეებმა ღორი დაკლეს და მისი თავი მუსლიმების დაწესებულების  შესასვლელში დაკიდეს. აჭარის ტელევიზიის ცნობით, მომიტინგეებმა ქუჩაც გადაკეტეს რამდენიმე წუთის განმავლობაში. ისინი ითხოვენ, რომ ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე შენობაში მუსლიმური დაწესებულება არ გაიხსნას.


ღორის თავი მედრისის შესასვლელში - აჭარის ტელევიზიის კადრი/10.09.14
ღორის თავი მედრისის შესასვლელში – აჭარის ტელევიზიის კადრი/10.09.14

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ჯერ მომხდარის გამოძიება არ დაწყებულა:


“შეტყობინება არაა შესული, როდესაც შეტყობინება შევა პოლიციაში, დაიწყება მოკვლევა”, – აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.


ვიდეო-სიუჟეტი მომზადებულია ტელეკომპანია “აჭარის” მასალებით:


მასალების გადაბეჭდვის წესი