“მოგეხსენებათ, მთელი წელი მიმდინარეობდა შედარებითი ანალიზი სხვა ქვეყნის წარმატებულ მოდელებთან. გადამუშავდა ეროვნული სასწავლო გეგმა. რევიზირებულია 1-6 კლასის ნაწილი. შეცვლილია სასწავლო ბადე. შეცვლილია საგნობრივი სტანდარტები. მეორე უცხო ენის სწავლება, ნაცვლად მე-7 კლასისა, სავალდებულო მე-5 კლასიდან იქნება და სკოლას შეუძლია აირჩოს მეორე უცხო ენა, რომლის სტდანდარტიც არსებობს. კვლევებიც აჩვენებდა ამას და მასწავლებლებიც ამბობდნენ, რომ ეს ასაკი არ იყო საუკეთესო ახალი უცხო ენის დასაწყებად, და მე-5 კლასში ჩამოტანა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მისაღწევ შედეგებს,”- ამბობს გიგაური.
კიდევ ერთი სიახლე ზოგად განათლებაში, ეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეეებისთვის სპეციალური მასწავლებელი და დამხმარე პედაგოგია. განათლების სამინისტროს ცნობით, 2014 წლის სექტემბრიდან ასეთი სკოლა 900-ზე მეტია, და სკოლების მოთხოვნის შესაბამისად გაიზარდა ინტეგრირებული კლასების რაოდენობაც.
ლია გიგაურის ინფორმაციითვე, სექტემბრიდან 700-ზე მეტი სკოლის მოთხოვნის საფუძველზე ფსიქოლოგის მომსახურებაზე ფსიქოლოგიური ცენტრების საქმიანობის გადახედვა-გაფართოება დაიგეგმა.





