კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს, მარგველაშვილი ამბობს კრიმინალს პოლიციისა და საზოგადოების ჩართულობა ერთად ებრძვის.
“ჩემი აზრით, უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ გავხადოთ უფრო ეფექტური ჩვენი მუშაობა ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების ჩაცხრობისკენ. მე მომწონს, რომ პრემიერმინისტრი ღელავს იმ იმიჯით, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ამაზე დარდობს. იმიტომ, რომ რეალურად კრიმინოგენული ვითარების დამარცხება ხდება სწორედ პოლიციისა და საზოგადოების, წარმატებული პატრულისა და საზოგადოების ერთმანეთთან ჩართულობით და სიახლოვით. როდესაც საზოგადოება ბოლომდე ენდობა თავის პოლიციას, ამ მომენტიდან კრიმინალი სუსტდება ქვეყანაში და ის მარცხდება. მოქალაქეს არ უნდა ეშინოდეს ფორმიანი ადამიანის. ის ფაქტი, რომ პოლიციამ გარკვეული რეაგირება [რეიდები] გააკეთა იმ ვითარებაზე, რომელიც იყო და იმ კოშმარებზე, რომელიც რამდენიმე ოჯახს დაემართა, ეს იყო სწორი, მაგრამ ამ რეაგირების წინაპირობა უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობა, და არა საზოგადოების დაშინება.”





