საფრანგეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ პირებს მიმდინარე წლის ნოემბერში შეხვდება. ამის შესახებ დღეს, 9 სექტემბერს აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მონიემ განაცხადა.
“ნოემბერში საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ილჰამ ალიევსა და სერჟ საგრსიანს შეხვდება,”- განაცხადა მონიემ.
მისივე თქმით, შეხვედრის დროს მხარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის გზებსა და სამშვიდობო პროცესში არსებულ პრობლემებს განიხილავენ.
“ვფიქრობ, ეს შეხვედრა მშვიდობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ჩვენ უკვე დავალაგეთ საფრანგეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისო, რელიგიათა და კულტურული დიალოგი. მომავალში ეს დიალოგი უნდა განვავითაროთ,”- განაცხადა მონიემ.