ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი რუსეთთან სამხედრო შეთანხმების საკითხს კავკასიაში NATO-ს პოლიტიკით ხსნის

9 სექტემბერი, 2014 • • 1199
სოხუმი რუსეთთან სამხედრო შეთანხმების საკითხს კავკასიაში NATO-ს პოლიტიკით ხსნის

ინფორმაციას გამოცემა აპსნიპრესი ავრცელებს. 

 

ამ განცხადებით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ჩაკ ჰეიგელის 7 სექტემბრის განცხადებას გამოეხმაურა.


“აშშ-ის მაღალჩინოსნის განცხადება ისევ იმას მოწმობს, რომ ეს ქვეყანა საკუთარ თავს “მსოფლიო ჟანდარმად” მიიჩნევს, რომელიც ნებისმიერი საშუალებებით დიქტატის პოლიტიკას ატარებს. ვაშინგტონში დაჟინებით აგრძელებენ არ შეიმჩნიონ ის ფაქტი, რომ მსოფლიო განვითარების ახალ პოლიცენტრულ პერიოდში შევიდა, რომელშიც სულ უფრო მცირე ადგილი რჩება ცალმხრივ ჰეგემონიას და ამერიკული “თამაშის წესების” იძულებას,”- წერია განცხადებაში. 


თბილისში 7 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჩაკ ჰეიგელმა რუსეთს მოუწოდა “საქართველოს საზღვრიდან გაიყვანოს თავისი ჯარი.” 


“რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესია საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას. რამდენიმე წლის წინ რუსეთმა ასევე დაარღვია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რუსეთის უკანონო ქმედებებმა შეერთებულ შტატები და ევროპის ქვეყნები, მათ შორის საქართველო კიდევ უფრო დააახლოვა ერთმანეთს. შერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან”,- განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა თბილისში ვიზიტის დროს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი