“ჩვენ საკმაოდ საფუძვლიანად შევისწავლეთ განათლების სისტემაში არსებული ვითარება და ვიცით, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ უფრო მეტი ძალისხმევით. ჩვენ შევიმუშავეთ განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს განათლების სფეროში, იმისთვის, რომ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ჩვენი სრულფასოვანი ინტეგრაცია შევძლოთ. ჩვენ მოკლე დროში უნდა ავამაღლოთ განათლების ხარისხი”,- განაცხადა ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” პედაგოგებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას

 

პრემიერის თქმითვე, 2015 წლიდან პედაგოგების ხელფასები მზარდი იქნება. 

“გპირდებით, რომ თქვენი საქმიანობა იქნება სათანადოდ დაფასებული. 2015 წლიდან დამატებითი ფინანსური რესურსი გამოიყოფა და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება.  ნოემბრიდან უფრო კონკრეტული სქემა და ინვესტიციების ოდენობა გვეცოდინება. მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015-16-17 წლებში. ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებელზე იქნება დამოკიდებული და მხოლოდ მის მიღწევებზე და ეს გაზრდის მათ მოტივაციას”- განაცხადა პრემეირ-მინისტრმა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 9 სექტემბერს სასტურო “ჰოლიდეი ინში” მივიდა, სადაც განათლების მინისტრი და უწყების სხვა წარმომადგენლები პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრას ატარებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის საკითხებზე.

 

ირაკლი ღარიბაშვილი პედაგოგებს ხვდება
ირაკლი ღარიბაშვილი პედაგოგებს ხვდება

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *