რუსეთში მცხოვრები 23 წლის ქართველი მებრძოლი ქალი ლიანა ჯოჯუა UFC-ში იასპარეზებს. შერეული საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ჩემპოიონის ტიტულის მფლობელმა აღნიშნულის შესახებ საკუთარ გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა.
“UFC-სთან კონტრაქტი გავაფორმე. მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. ახლო მომავალში ცნობილი გახდება ჩემი პირველი ასპარეზობისა და პირველი ოპონენტის შესახებ”, – დაწერა მან Instagram-ის გვერდზე.
გასული წლის 22 თებერვალს, 22 წლის ასაკში, ჯოჯუამ მოსკოვში, FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში 29 წლის რუსი მებრძოლი, მარინა მოხნატკინა დაამარცხა.
ლიანა ჯოჯუა რუსეთში ცხოვრობს და ვარჯიშობს. ის კლუბ “ახმატის” წევრია, რომელიც გროზნოშია დაფუძნებული და რომლის საპატიო პრეზიდენტი რამზან კადიროვია.
*სტატიის გარკანზე განთავსებულია MMA FIGHT GLOBAL-ის ფოტო.