ახალი ამბები

“არის თოკის ნაჭდევი” – ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

14 მარტი, 2019 • 1708
“არის თოკის ნაჭდევი” – ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

გალის რაიონში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზაში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიის” და ცენტრ “ალტერნატივის” დამოუკიდებელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.

“არის თოკის ნაჭდევი. მეტი დაზიანებები პრაქტიკულად არ არის და გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცები. მართალია, გვამი უკვე ლპობაშია, მაგრამ დადგინდება, დასკვნა დაიწერება. შინაგანი ორგანოები იყო შიგნით ჩაბრუნებული და ავიღეთ ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის. დაზიანებები იყო ყელზე. უმნიშვნელო ნაჭდევები, რომლებიც სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ, ლაბორატორიული კვლევა დაადგენს”, – განაცხადა თოიძემ.

„შინაგანი ორგანოები იყო შიგნით ჩაბრუნებული და ავიღეთ ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის. თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა, ეს არის გამოძიების დასადგენი“ – განუცხადა “ალტერნატივის” ექსპერტმა ირაკლი თოიძემ ჟურნალისტებს.

“ემპათიის” დირექტორ მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ირაკლი კვარაცხელია არის ნაცემი და ნაწამები.

“გვაქვს დიდი ეჭვი იმისა, რომ ის არის მოკლული.  პრაქტიკულად, ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც ტატუნაშვილის შემთხვევა”, – განაცხადა მარიამ ჯიშჯარიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი