ნეტგაზეთი | შიმშილობა სომხეთის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა სომხეთის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით – Netgazeti
RU | GE  

შიმშილობა სომხეთის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით

სომხეთში გაერთიანება “ეროვნული თვითგამორკვევის” პარტიის ლიდერმა, სომხეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, წარსულში საბჭოთა დისიდენტმა პარუირ აირიკიანმა დღეიდან, 8 სექტემბრიდან შიმშილობა დაიწყო. მან ჟურნლისტებს განუცხადა, რომ შიმშილობის მიზანია, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს გააგებინოს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის ლიდერი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. 

აირიკიანის თქმით, აღნიშნული ნაბიჯით აპირებს ხელისუფლების ყურადღება მიიქციოს. ათეულობით ადამიანმა სომხეთი დატოვა და ეს პროცესი გრძლედება. ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების ნაცვლად მმართველი რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, სერჟ სარგსიანი ევროინტეგრაციაზე უარს აცხადებს და “გაურკვეველი გზით მიდის.”


აირიკიანის აზრით, ეს პოლიტიკა დამანგრეველია: სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ მოკავშირესთან ურთიერთობების გაღრმავებით, რომელიც აზერბაიჯანზე თანამედროვე შეიარაღებას ყიდის და უარს არ ამბობს “იმპერიულ ამბიციებზე,” სომხეთის სუვერენიტეტს დაკარგვა ემუქრება. 


“ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერჟ სარგსიანი გადადგეს, რათა ხელისუფლებაში პროევროპული ძალები მოვიდნენ,”- ამბობს აირიკიანი.

 

თავისუფლების მოედანზე ხანმოკლე მიტინგის შემდეგ, რომელშიც სომხეთისა და ევროკავშირის დროშებით ხელში დაახლოებით ორასი ადამიანი მონაწილეობდა, აირიკიანის მხარდაჭერის მიზნით სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართნენ. დემონსტრანტებმა მოითხოვეს სომხეთის ევროკავშირში შესვლის გადაწყვეტილების გადახედვა და პრეზიდენტის გადადგომა.  



მარცხნივ პარუირ აირიკიანი
მარცხნივ პარუირ აირიკიანი


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
აშოტ გაზაზიანი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის