Facebook და Instagram მთელ მსოფლიოში შეფერხებით მუშაობს. Twitter-ზე სოციალურმა ქსელმა დაწერა, რომ მუშაობენ, რათა პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. Facebook-ის მომხმარებლები წერენ, რომ საკუთარ გვერდზე ინფორმაციას ვერ აზიარებენ.
“ვიცით, რომ მომხმარებელთა ნაწილს Facebook-ის აპლიკაციებთან წვდომის პრობლემა აქვს. ვმუშაობთ, რათა ეს საკითხი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს,”-აცხადებენ კომპანიაში.
როგორც Verge წერს, Instagram-ის შემთხვევაში საქმე უფრო ცუდად არის, რადგან პლატფორმაზე მომხმარებლის ანგარიშებზე არსებული ფოტოები არ იტვირთება, ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში “სთორის” ფუნქციაც არ მუშაობს.
~