ახალი ამბები

მამიკინსი: ვიმედოვნებ, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ევროპარლამენტი დეკემბერში განახორციელებს

8 სექტემბერი, 2014 • • 977
მამიკინსი: ვიმედოვნებ, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ევროპარლამენტი დეკემბერში განახორციელებს

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს და გასატარებელ რეფორმებს. 

 

„განვიხილეთ საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: მართლმსაჯულება, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, რეგიონული თემები, ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები.  საქართველო არის ძალიან ევროპული სახელმწიფო, საუკუნეების განმავლობაში თქვენ წარმოადგენთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილს. ვიმედოვნებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დეკემბრის თვეში განახორციელებს ევროპარლამენტი. ჩემი პოზიციაა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


მამიკინსი დღეს და ხვალ საქართველოში მთავრობის, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას. 

ანდრეს მამიკინსი და ირაკლი ღარიბაშვილი
ანდრეს მამიკინსი და ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი