09:30 საათზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი გულიკო ზუმბაძე და ქ. თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე N 116 საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წლის გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან.

მის: კახეთის გზატკეცილი, საქნავთობის დასახლება (ჩასახვევი რესტორან ,,კახელებთან“ ).

 

11:15 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უელსის სამიტის შედეგები.

 

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

12:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გამართავს.

 

თემა:  ნატოსთან თანამშრომლობის ახალი პაკეტის დეტალები და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

 

12:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: ბანკისგან დაზარალებულს სამართლიანი სასამართლოს უფლებას ართმევენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

12:30 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, პრესკონფერენციას, ნიკა რურუა გამართავს.

 

თემა :  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალი პაკეტი, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

 

12:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი გია ხუხაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: პრეზიდენტის და მთავრობის ურთიერთობები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”


13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მაღალმთიან რეგიონებში წარგზავნილ მასწავლებლებს, პროგრამაში “ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემს.

 

ადგილი: მასწავლებლის სახლი მისამართი: გლდანი, გმირ კურსანტთა 1 (პოლიციის აკადემიასთან)

 

13:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: უელსის სამიტის შედეგები, კრიმინოგენული მდგომარეობა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116 ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

13:00 საათზე, შსს-ს აკადემიაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია მედიის წარმომადგენლებს აკადემიის „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამას წარუდგენს და აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობას და მიზანს გააცნობს.

 

13:30 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას დენის დავითაშვილი გამართავს.

 

თემა: რატომ ამცირებს განათლების სამინისტრო პროფესიული განათლების ბიუჯეტს და როდის გადააყენებენ მინისტრს.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *