ჩაკ ჰეგელმა ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მოცემულ ფორმატში საქართველო შეძლებს უკეთესად მოემზადოს ნატოს წევრობისთვის:
„ნატოსთან გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, სამხედრო წვრთნების გააქტიურება და ნატოსთან კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობა. ხუთ ასპირანტ ქვეყანას შორის მხოლოდ საქართველოს გადაეცა თანამშრომლობის ახალი პაკეტი. რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესია საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას. რამდენიმე წლის წინ რუსეთმა ასევე დაარღვია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რუსეთის უკანონო ქმედებებმა შეერთებულ შტატები და ევროპის ქვეყნები, მათ შორის საქართველო კიდევ უფრო დააახლოვა ერთმანეთს. შერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან”.
კითხვაზე, განიხილავს თუა არა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას, ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა:
“დიახ, ვფიქრობ, რომ მკაფიოდ განვაცხადე ჩემს განცხადებაში იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობა გრძელდება და კიდევ უფრო ინტენისური ხდება. მე და მინსიტრმა განვიხილეთ, თუ როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები საქართველსოთვის შვეულმფრენების გადაცემის თაობაზე. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას აღნიშნულ საკითხზე”.
საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. ჩაკ ჰეგელმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ჩაკ ჰეიგელი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება.
