შაშკინის თქმით, უკრაინა ამჟამად იღებს უფრო ნაკლებ სამხედრო დახმარებას, ვიდრე საქართველო იღებდა 2008 წელს:

 

“არავის არ აქვს სურვილი,  ჩაერიოს სხვის ბრძოლაში და ეს ბუნებრივია აბსოლუტურად. შენ თუ არ თხოვე, შენ თუ არ შეაწუხე, შენ თუ არ გააკეთე ყველაფერი, რომ ეს ხალხი ჩართული იყოს ამაში, ბუნებრივია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ უკრაინაში ზუსტად ამის პრობლემაა. სამწუხაროდ, უკრაინა ახლა იღებს უფრო ნაკლებ სამხედრო დახმარებას, ვიდრე ჩვენ ვიღებდით 2008 წელს. ეს ძალიან სამწუხაროა და სამწუხარო ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთს ესმის მხოლოდ ძალის ენა.”

 

კითხვაზე, აკეთებს თუ არა უკრაინის ხელისუფლება თავისი შესაძლებობების მაქსიმუმს, რათა პარტნიორი ქვეყნებისგან უფრო დიდი დახმარება მიიღონ, დიმიტრი შაშკინი პასუხობს, რომ – არა.

“არა, ცალსახად არა. საერთოდ,  ხელისუფლების პოზიცია საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ არის ძალიან მიამიტური. მე არ მესმის, სად სწავლობდა ეს ხალხი, რა გამოცდილება აქვთ, რომელიც ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნება თუ თავდაცვის სამინისტროში წყვეტს ამ საკითხებს, მაგრამ ფაქტია, რომ არ ესმით… კონცეპტუალურად არ ესმით მუშაობის სტრატეგია პარტნიორ ქვეყნებთან. მე ჯერ მეგონა, რომ მავნებლობენ და შეგნებულად არ აკეთებენ ამას, მაგრამ ისეთი შეცდომები კეთდება… არ ესმით, კონცეპტუალურად არ ესმით,” – განაცხადა შაშკინმა “პრაიმთაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *