ახალი ამბები

გაზპრომისთვის ტრანზიტის საფასური გაიზარდა – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

12 მარტი, 2019 • 1103
გაზპრომისთვის ტრანზიტის საფასური გაიზარდა – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკომინიმიკის მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას თქმით, გაზპრომთან მოლაპარაკებები დასრულდა და მალე საქართველო რუსეთის სახელმწიფო გაზის კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს.

თურნავას მტკიცებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველომ რუსულ კომპანიასთან პოზიციები გაიუმჯობესა.

“სატრანზიტო საფასური, რომელსაც რუსეთი გვიხდის [სომხეთში ტრანსპორტირებისთვის], გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის ფასი შემცირებულია… ეს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო ბიზნესი ამ ალტერნატივით დაინტერესდება,”-აცხადებს თურნავა.

რამდენით გაიზრდა ტრანზიტის საფასური, ამ საკითხზე მინისტრის მოადგილე არ საუბრობს და ამბობს რომ ეს კომერციული საიდუმლოა. მისი თქმითვე, “გაზპრომთან” ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც 2019-2020 წლის ჩათვლით იმოქმედებს.

“მოლაპარაკებები ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. ტრანზიტის საფასური გაიზარდა. როგორ მივაღწიეთ ამას?! ამას აქვს რამდენიმე ახსნა. ჩვენმა გუნდა, რომელიც მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, კარგად გამოიყენა ნავთობის მსოფლიო ფასების დინამიკა. ფასებში არის გარკვული დაღმასვლა, შესაბამისად, იყო მზადყოფნა გარკვეული დათმობების და ჩვენ ეს მომენტი კარგად გამოვიყენეთ. ჩვენი ბაზრის უდიდესი ნაწილი არის სპციალური [სამომხმარებლო] სექტორი, ანუ მოსახლეობა. ეს სექტორი მომარაგდება აზერბაიჯანული გაზით და ჩვენ ამის რესუსრსი გაგვაჩნია. რაც შეეხება კერძო სექტორს, ბიზნესსა და წარმოებას, ამას ბაზარი დაარეგულირებს. საუბარი იმაზე, რომ ბაზარზე რუსული გაზი მასიურად შემოვა, გამორიცხულია”, – აცხადებს თურნავა.

ნათია თურნავას მტკიცებით, შეუძლებელია საქართველომ რუსული კომპანიისგან გატარებული გაზის სანაცვლოდ ისევ გაზი მიიღოს, როგორც ის ამბობს, 2016 წლიდან “გაზპრომი” ტრანზიტის სანაცვლოდ ყველა ქვეყანას მხოლოდ ფულს უხდის.

“2016 წლამდე “გაზპრომს” ნატურით ანაზღაურების პრინციპი ჰქონდა. ჩვენი ოპონენტები ამას ხშირად გვახსენებენ. რაც ნიშნავდა იმას, რომ გატარებული გაზის სანაცვლოდ, საქართველო გაზის ფიქსირებულ მოცულობას იღებდა. 2016 წლის შემდეგ, რუსულმა გაზის კომპანიამ ეს პრინციპი შეცვალა ყველა თავის სატრანზიტო ხელმომწერ სახელმწიფოსთან. ანუ “გაზპრომი” ყველა ქვეყანასთან ე.წ მონეტიზირებულ გადახდაზე გადავიდა, როცა ის გაზის გატარების სერვისის საფასურს იხდის. ის მოლოდინი, რომ ამ რეჟიმს “გაზპრომი” საქართველოსთან შეინარჩუნებდა, არის მიამიტობა. დღეს წინა წლებთან შედარებით, ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველოსთვის გადასახდელი თანხა, გაზპრომმა გაზარდა,”-აცხადებს ნათია თურნავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი