ნეტგაზეთი | სამმხრივი შეხვედრა NATO-ს სამიტზე ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე სამმხრივი შეხვედრა NATO-ს სამიტზე ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე – Netgazeti
RU | GE  

სამმხრივი შეხვედრა NATO-ს სამიტზე ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე

NATO-ს სამიტის ფარგლებში უელსში ილჰამ ალიევს, სერჟ სარგსიანსა და ჯონ კერის შორის ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სომხეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს. 

განცხადებაში წერია, რომ შეხვედრა აშშ-ის მხარის ინიციატივით შედგა. 

 

მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ამჟამინდელი ვითარება და ის საკითხები განიხილეს, რომელიც კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებს შეეხება. შეხვედრის დროს სარგსიანმა და ალიევმა საკუთარი ქვეყნების პოზიციაზე ისაუბრეს.

 

“აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მისაღწევად აუცილებელია მხარეების პოლიტიკური ნება. კერიმ ისევ განაცხადა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. მან ასევე ისაუბრა ეუთოს მინსკის ჯგუფის როლზე,” – წერია განცხადებაში. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი