ახალი ამბები

ბახტაძის თქმით, საქართველო გაზპრომთან კონტრაქტში პოზიციებს იუმჯობესებს

12 მარტი, 2019 • 1350
ბახტაძის თქმით, საქართველო გაზპრომთან კონტრაქტში პოზიციებს იუმჯობესებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, გაზპრომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, დასრულებულია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ამ მოლაპარაკებებში 2 პრინიცპით მოქმედებდა.

  1. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა
  2. კონტრაქტში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება

“ამ ორივე პრინციპის სრული დაცვით დასრულდა [მოლაპარაკებები]”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე დეტალურ განმარტებას ეკონომიკის მინისტრი გააკეთებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი