ახალი ამბები

“თემა ამოწურულია” – წულუკიანი მთავრობაში რჩება

12 მარტი, 2019 • 795
“თემა ამოწურულია” – წულუკიანი მთავრობაში რჩება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საკითხი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, ამოწურულია და, შესაბამისად, ის გადადგომას აღარ აპირებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

წულუკიანმა არც დღეს დააკონკრეტა, რა თემაზე არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდში.

მან დღეს არ დაადასტურა გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უთანხმოების საგანი შეწყალებას ან პენიტენციური სამსახურის ფუნქციებს უკავშირდება.

წულუკიანი ადასტურებს, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

მასალების გადაბეჭდვის წესი