ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი სამმხრივი სამხედრო გაერთიანების შექმნის საკითხის განხილვას უარყოფს

4 სექტემბერი, 2014 • • 1283
ცხინვალი სამმხრივი სამხედრო გაერთიანების შექმნის საკითხის განხილვას უარყოფს

“სამხრეთ ოსეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საქმიანობა ასევე აფხაზეთის რესპუბლიკასთან მეგობრული კავშირების გაღრმავებაა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წარმოებს სამმხრივი მოლაპარაკებები აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმებას სამხრეთ ოსეთიც შეუერთდეს, სიმართლეს არ შეესაბამება. დღეისთვის სამხრეთ ოსეთში სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერის საკითხი არც კი განიცილება. ასევე ვაცხადებთ, რომ სამხრეთ ოსეთის ელჩი აფხაზეთის რესპუბლიკაში ცხინვალში კონსულტაციებისთვის არის გამოწვეული,”- ნათქვამია განცხადებაში. 


როგორც გამოცემა იზვესტიასთან საუბარში აფხაზეთში სამხრეთ ოსეთის ელჩი, ოლეგ ბოციევი ამბობს, საუბარი შეეხება მძლავრი ბლოკის შექმნის სამზადისს, რომელიც “NATO-ს მსგავსი და მისი საწინააღმდეგო” იქნება. მისივე განმარტებით, მხარეები მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. 


“ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვმართავთ სამხრეთ ოსეთის მხარესთან, რომ ჩვენს შეთანხმებას შემოუერთდნენ. მივიჩნევთ, რომ სამმხრივი შეთანხმება იქნება ჯანსაღი რეაქცია NATO-სა და მისი პარტნიორი საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე,”- ამბობს აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია. 


ცხინვალი; ფოტო: რია ნოვოსტი
ცხინვალი; ფოტო: რია ნოვოსტი

მასალების გადაბეჭდვის წესი