ახალი ამბები

რასმუსენი: ხვალიდან ავამოქმედებთ ახალი პაკეტს, რათა საქართველო წევრობისთვის მოვამზადოთ

4 სექტემბერი, 2014 • • 922
რასმუსენი: ხვალიდან ავამოქმედებთ ახალი პაკეტს, რათა საქართველო წევრობისთვის მოვამზადოთ

“საქართველო ჩინებულ დემოკრატიულ და თავდაცვის რეფორმებს ატარებს, ნატო საქართველოს მოუწოდებს გააგრძელოს  რეფორმები კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით.  საქართველო, როგორც ნატოს არაწევრმა ქვეყანამ, რომელიც ავღანეთის ISAF-ის მისიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, საკუთარი თავი  უსაფრთხოების ექსპორტიორად წარმოაჩინა. ხვალ ჩვენ ავამოქმედებთ ახალ ინიციატივას, რათა  თანამშრომლობა გაძლიერდეს და დავეხმაროთ პარტნიორებს მათი ძალების გაძლიერებაში.  ხვალ ჩვენ  ავამოქმედებთ თანამშრომლობის ახალ პაკეტს, რათა დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაში და მოვამზადოთ წევრობისათვის. ძალიან კარგი შეხვედრა გავმართე პრეზიდენტ მარგველაშვილთან, ამავე სამიტზე ნატო გააძლიერებს  კავშირებს პარტნიორებთან მათ შორის საქართველოსთან. ჩვენი თანამშრომლობა დიდ გზას გადის”,-წერს რასმუსენი ტვიტერზე.


საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ნატოს სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის პირველი პირისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გაიმართა და მხარეებმა ამ სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

“მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე სამიტს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის თვალსაზრისით. ქვეყნის პირველმა პირმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხრდაჭერისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში იტეგრაციის გზაზე და განაცხადა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ალიანსი სათანადოდ აფასებს საქართველოს პროგრესს,”- წერია ოფიციალურ განცხადებაში.

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, შეხვედრისას იმედი გამოითქვა, რომ მიმდინარე სამიტი საქართველოს მისცემს ნატოში გაწევრების ბიძგს.

 

“მხარეებმა ყურადღება იმ პაკეტზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველოს ამ სამიტის შედეგად მიიღებს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმპულსი ნატო-ში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად და პროცესის უკეთესად წარმართვისთვის. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტის საბოლოო შედეგი გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებასა და დაცულობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი