ახალი ამბები

მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

4 სექტემბერი, 2014 • • 892
მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის პირველი პირისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გაიმართა და მხარეებმა ამ სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

“მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე სამიტს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის თვალსაზრისით. ქვეყნის პირველმა პირმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხრდაჭერისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში იტეგრაციის გზაზე და განაცხადა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ალიანსი სათანადოდ აფასებს საქართველოს პროგრესს,”- წერია ოფიციალურ განცხადებაში.

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, შეხვედრისას იმედი გამოითქვა, რომ მიმდინარე სამიტი საქართველოს მისცემს ნატოში გაწევრების ბიძგს.

 

“მხარეებმა ყურადღება იმ პაკეტზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველოს ამ სამიტის შედეგად მიიღებს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმპულსი ნატო-ში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად და პროცესის უკეთესად წარმართვისთვის. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტის საბოლოო შედეგი გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებასა და დაცულობას.”


04.09.2014; გიორგი მარგველაშვილი; ანდერს ფოგ რასმუსენი; ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
04.09.2014; გიორგი მარგველაშვილი; ანდერს ფოგ რასმუსენი; ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი