თბილისში, გულუას ქუჩაზე, გარემოს დაცვის სამინისტროს აივანზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 60 კვ/მ.
საგანგებოს ცნობით, ხის მასალა და პლასტმასი იწვის. მათივე ინფორმაციით, ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციის სამსახური აცხადებს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.