“ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული დადგენილია. ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები განსაკუთრებით ოპერატიული-სამძებრო თვალსაზრისით, რათა ამ პიროვნების დაკავება მოხდეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ”, – განაცხადა იზორიამ და კატეგორიულად უარყო, მისი თქმით, სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ძმაა და ამიტომ არ აკავებენ მას ამდენი ხნის განმავლობაში:

 

“სრული პასუხისმგებლობით გამოვრიცხავთ ამას, ვამბობთ, რომ პიროვნება დადგენილია და მიმდინარეობს ღონისძიებები, რათა ის დროულად იქნას დაკავებული”, – განაცხადა იზორიამ.


შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2 სექტემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აბაშიძის ქუჩაზე თავდასხმა ლაშა მახარაძეზე საცხოვრებელი კორპუსის წინ განხორციელდა, – ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ მოხდა გასროლა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *