ახალი ამბები

BBC: საფრანგეთი რუსეთისთვის მისტრალის გადაცემას არ აპირებს

3 სექტემბერი, 2014 •
BBC: საფრანგეთი რუსეთისთვის მისტრალის გადაცემას არ აპირებს

მიზეზად უკრაინაში შექმნილი კრიზისული ვითარება სახელდება.

 

მისტრალი
მისტრალი

BBC-ის ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით რუსეთს საფრანგეთისაგან 2 მისტრალი უნდა მიეღო 1,2 მილიარდი ევროს სანაცვლოდ. რუსეთის ვერტმფრენმზიდების გადაცემა ამა წლის ოქტომბერშივე სურდა. მარტში მოსკოვი პარიზს სანაქციებით დაემუქრა კონტრაქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხოლო ვიცე-პრემიერმა დიმიტრი რაგოზინმა განაცხადა, რომ თუ საფრნაგეთი პირობას არ შეასრულებდა, თავის, როგორც მიმწოდებლის რეპუტაციას ძირს გამოუთხრიდა.

 

“ფრანსუა ოლანდზე მისტრალის რუსეთისთვის არმიყიდვასთან დაკავშირებით მისი ევროპელი პარტნიორები ახდენდნენ გავლენას. მაისის ბოლოს ამერიკელმა კონგრესმენებმა საფრანგეთს მოუწოდეს, რომ არ მიეყიდა ზემოხსენებული კონტრაქტით გათვალისწინებული 2 მისტრალი რუსეთისთვის, სანაცვლოდ მათ ნატოს მიმართეს ამ გემების შეძენის ან არენდით აღების თხოვნით. ივლისში საფრანგეთში რუსეთის ეკიპაჟის მომზადება დაიწყო და ვარაუდი იყო, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, საფრანგეთი კრემლს მისტრალებს მაინც მიყიდიდა”, – წერს BBC-ის რუსული ბიურო.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 3 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ:

 

“რესპუბლიკის პრეზიდენტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მიუხედავად [უკრაინაში] ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივისა, რომელსაც ჯერ მოქმედება არ დაუწყია, არსებული რთული მდგომარეობა არ აძლევს საფრანგეთს იმის საშუალებას, რომ პირველი ვერტმფრენზიდი გადასცეს [რუსეთს]”, – აცხადებენ ოლანდის ადმინისტრაციაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი