ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვას თურქეთი NATO-ს სამიტზე გეგმავს

3 სექტემბერი, 2014 • • 1034
მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვას თურქეთი NATO-ს სამიტზე გეგმავს

ერდოღანის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე თურქეთი შეახსენებს ქვეყნებს აზერბაიჯანის მიმართ სამხედრო ბლოკის მიერ გაცემული გარკვეული დაპირებების შესრულების შესახებ. 

 

“ეს აზერბაიჯანის უფლებაა და ქვეყნისთვის მიცემული დაპირებები უნდა შესრულდეს. თურქეთი მზადაა ამ საკითხში მზაობა გამოავლინოს,”- განაცხადა ერდოღანმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება თურქეთისთვის პრიორიტეტია. 


“აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება თურქეთის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა,”- ამის შესახებ თურქეთის პარლამენტში გამოსვლის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, აჰმედ დავუტოღლუმაც განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, აღნიშნული მიზნის მიღწევის შემდეგ ანკარა გეგმავს ყველა ძალისხმევა გამოიყენოს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის. გარდა ამისა, თავის გამოსვლაში თურქეთის მაღალჩინოსანმა სომხეთს მოუწოდა გამოვიდეს ისტორიული მოვლენების ტყვეობიდან და უარი არ თქვას თურქეთის წინადადებებზე, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირებას ითვალისწინებს. 

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

 

1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

 

ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 

 

 

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი; ფოტო: Trend
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი; ფოტო: Trend

 

   
   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი